საქართველოს პარალემენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ა(ა)იპ „რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ბესიკ ქარცივაძემ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს.
„პროექტი მოიცავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის როგორც ქართული ენის, ასევე, ტექნიკური საგნების სწავლების პროგრამას. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც სწავლების მეთოდიკით დღეს ანალოგი არ აქვს. ჩვენ ინოვაციური სწავლების ცენტრებს ყველა რეგიონში ვხსნით. 1 კვირაში დავიწყებთ ამ ცენტრების ამუშავებას. პროგრამა შევა მრავალშვილიან ოჯახებში, სოციალურად დაუცველთა ოჯახებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებაში“, - განაცხადა ბესიკ ქარცივაძემ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სრულმა პროფესორმა, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა ქართული ენის შესასწავლი პროგრამის სხვადასხვა დონე წარუდგინა. ღონისზიებაზე, ასევე ნაჩვენები იქნა 3 მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იყოს უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებასთან მისი „მეგობარი“ წარმოდგენილი.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017