ჩვენს შესახებ







ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო დაარსდა 2012 წელს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონული თვითმმართველობის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, მეწარმეების გაძლიერებისთვის საჭირო ინფორმაციის / სერვისების მიწოდების, მათ შორის კავშირების ფასილიტაციას,  რეგიონში ინვესტიციის მოზიდვის გზით;
ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო სერვისის დამოუკიდებელი მიმწოდებელია, რომელიც:

  • აანალიზებს და მხარს უჭერს საინვესტიციო შესაძლებლობებს რეგიონში;
  • უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებს და დამწყებ ბიზნესმენებს ინფორმაციით, საკონსულტაციო მომსახურეობით, ტრენინგით;
  • რთავს დაინტერესებულ პირებს კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან რეგიონული ეკონომიკური განვითარების პროექტში.

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს სერვისები:
ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო, როგორც ერთი ფანჯრის პრინციპის გამტარებელი, სთავაზობს ადგილობრივ მეწარმეებს და ინვესტორებს მომსახურების ფართო სპექტრს:

  • ინვესტორების მხარდაჭერა ყველა ეტაბზე სხვადასხვა საკითხის მოგვარების პროცესში;
  • ადგილობრივი მრეწველობის მხარდაჭერა რეგიონულ და მსოფლიო ბაზარზე გასვლაში;
  • საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი და მხარდაჭერა: ბიზნეს შესაძლებლობების ანალიზი და ბაზრის კვლევა, საინვესტიციო წინადადებების ფორმულირება, ადგილობრივი და რეგიონული გამოფენების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
  • უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერა საინვესტიციო პროცესამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ;
  • ტრენინგების, სემინარების და მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრების ორგანიზება ბიზნესის წარმომადგენლებისათვის;
  • ინვესტირების ინფორმირება საგადასახადო სისტემისა და კანონმდებლობის შესახებ;
  • ინფორმაციის მომზადება რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ;
  • ერთობლივი პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტების ჩართულობით.

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ა(ა)იპ ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ნინო ელოშვილი
    ელ. ფოსტა: n_eloshvili@yahoo.com
    საკონტაქტო ნომერი: 577 93 33 36

 

                                                                                                   


KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge