რეგიონში ფუნქციონირებს 268 საჯარო სკოლა, რომლებშიც სულ 65,9 ათასი მოსწავლე სწავლობს.
სკოლების ინფრასტრუქტურა, ძირითადად, დამაკმაყოფილებელია. თუმცა, არის სკოლები,
რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსწავლეებს, რომელთა სოფლები სკოლიდან 3
კმ-ზე მეტითაა დაშორებული, ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.
რეგიონის ტერიტორიაზე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მოქმედებს 71 სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულება. სკოლამდელი დაწესებულებები ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტებიდან.
დაწესებულებების უმრავლესობა საფუძვლიან რეაბილიტაციას და სათანადო ინვენტარით აღჭურვას
საჭიროებს. სკოლამდელი დაწესებულებების ნაკლებობა სოფლებში იგრძნობა. ბოლო რამდენიმე
წლის განმავლობაში არაქართული მოსახლეობის მხრიდან ქართულ ენოვან ბაღებზე მოთხოვნა
გაიზრადა.
რეგიონში მოქმედებს 2 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. გარდა ამისა, ქ.
რუსთავში მოქმედებს 2 საშუალო პროფესიული გადამზადების დაწესებულება, სადაც რამდენიმე
პროფესია ისწავლება. აღნიშნული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და რესურსები
საკმაოდ შეზღუდულია.
ზოგადად, რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების დეფიციტია. დედაქალაქთან სიახლოვის
გამო, ქართულენოვანი ახალგაზრდობა ამჯობინებს უმაღლესი განათლება თბილისში მიიღოს.
ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად, ხშირად, ბაქოსა და
ერევანში მიდიან (მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო ძვირია სწავლის გადასახადი) და მათი ძალზე
მცირე ნაწილი სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ეთნიკურად არაქართველი
მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქართული ენის არცოდნის გამო, სწავლის გაგრძელების სურვილს
არ ამჟღავნებს და ისინი, ხშირად, მეათე-მეთერთმეტე კლასში წყვეტენ სწავლას. აზერბაიჯანულ
მოსახლეობაში გამოკვეთილია დამამთავრებელი კლასის გოგონების დაქორწინების ტენდენცია, რის
შემდეგაც ისინი სკოლას აღარ ამთავრებენ.
2010 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა ქვემო ქართლის
2030 მცხოვრები - 1118 ქალი და 912 კაცი.


KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

მისამართი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 4/7
ტელეფონი: +995 341 22 92 29
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge