ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულში მიმდინარე ინფასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
05.09.2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

მხარის გუბერნატორმა სოფელ შაუმიანში, შიდა სახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში გზის 5- კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება კი 3 672 395 ლარია.

შოთა რეხვიაშვილმა მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული გზები დაათვალიერა სოფელ ბაიდარშიც. სამუშაოების განხორციელების შედეგად ადგილზე მოწესრიგდა 1403 მეტრი გზა. პროექტის ღირებულება 175 475 ლარია.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დღესვე სოფელ საიმერლოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარეობს 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახალ ბაგა-ბაღში ჯგუფებთან ერთად, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზიც განთავსდება, ბაღის მიმდებარედ მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

დღესვე, ქვემო ქართლის გუბერნატორი სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო. სკვერის პროექტის კონცეფცია ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით მომზადდა. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ, გამოიყოფა მემორიალის ისტორიული და თანამედროვე დასასვენებელი ზონები. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გაცნობის პარალელურად მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა. შოთა რეხვიაშვილმა სოფელ შაუმიანის, კირიხლოს, თამარისის, წერეთლის და ქუთლიარის მოსახლეობისგან, ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

„ხელისუფლებასა და ხალხს შორის მუდმივი კავშირისა და ინფორმაციის გაცვლისთვის, კომუნიკაციის ეს ფორმა, აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ადგილობრივების საჭიროებები და ხედვები, რათა ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მაქსიმალურად, შევუწყოთ ხელი სოფლების, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას. მოსახლეობა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ პრობლემური საკითხები, მუნიციპალიტეტში, ძირითადად, უკვე გადაწყვეტილია. სრულადაა დაგებული გზები ისეთ სოფლებში, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასრტუქტურა საერთოდ არ არსებობდა. ამ ეტაპზე, კი მოწესრიგებულია რაიონული ცენტრიდან სოფლებამდე მისასვლელი ყველა მნიშვნელოვანი მონაკვეთი. თუმცა, დღის წესრიგში კვლავ დგას რიგი საჭიროებებისა, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით, ეტაპობრივად, გადაწყდება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს ხვალაც გამართავს.

  • ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულში მიმდინარე ინფასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge