შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
12.09.2018


ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციაში, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კომპანია GLOBAL Enterprises LTD’’-ს უცხოელ და ქართველ ინვესტორებს შეხვდა. გუბერნატორს სტუმრებმა დეტალურად გააცნეს ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ ქალაქ რუსთავში განხორციელდება.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის შემოტანა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე მაღალი ხარისხის მარილის ქარხნის მშენებლობა. პროექტი სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ქარხანა პაკისტანიდან შემოიტანს ნედლეულს და აწარმოებს ჰიმალაის საკვებ იოდიზირებულ და არაიოდიზირებულ მარილს, სამკურნალო სპა და დარბაზების სამშენებლო და საყოფაცხოვრებო აგურებს , ჰაერის გაწმენდ ლამფებს.

აღნიშნული ინვესტიცია ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარები სააგენტოს’’ მიერ არის მოძიებული.

 


  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge