შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
14.09.2018


ქვემო ქართლის გუბერნატორი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნო. შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადაგენლებთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. მუზეუმში დაცულია დაახლოებით 11000 ექსპონანტი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი ყოფისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. გუბერნატორმა არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებისგან ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები მოისმინა.

მხარის გუბერნატორმა, ასევე, მოინახულა სოფელ ასურეთში მდებარე შვაბების ქუჩა, სადაც დღემდე შემორჩენილია გერმანელ კოლონისტთა ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ასურეთში, 2016 წელს, დაიწყო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება, რომელიც გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას და არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო 9 აპრილისა და შვაბების ქუჩებზე, დაგეგმილია 3 საცხოვრებელი სახლისა და ლუთერანული ეკლესიის რეკონსტრუქციაც.

შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მერთან ერთად დაათვალიერა დაბა მანგლისის ცენტრალური პარკი, სადაც მიმდინარე წელს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყება. პროეტის განხორციელების შედეგად, ადგილზე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძებებისა და ფესტივალების ჩატარება.

გუბერნატორი იმყოფებოდა მანგლისის სიონშიც, სადაც არსებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია. ტაძარში XI საუკუნის მოხატულობიდან შემორჩენილიც ჯვრის ამაღლების გრანდიოზული კომპოზიცია.


  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge