ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაცია, კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ჩაერთო.
ღონისძიების ფარგლებში, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილეებთან და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტის დაასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.
დასუფთავების აქციები სლოგანით - ,,ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა“, დღესვე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რომელშიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს’’ ინიციატივით ხორციელდება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017