ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, ,,მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტებს შეხვდა.
ახალგაზრდების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გუბერნატორმა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილელობაზე, პროფესიული განათლების მიღებისა და მოკლევადიანი გადამზადების სისტემის პერსპექტივებზე ისაუბრა.
შოთა რეხვიაშვილმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე დასქმების მეტ შესაძლებლობას ქმნის.
მხარის გუბერნატორმა სტუდენტებისთვის საინტერესო თემები, დიალოგის რეჟიმში, განიხილა და მათი პროფესიული გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
შეხვედრაზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, რომელმაც სტუდენტებს ახალგაზრდული მიმართულებით არსებული მუნიციპალური სერვისები და შესაძლებლობები გააცნო.
საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინეს და უახლოესი გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
#ქვემოქართლი2018
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017