წალკის მუნიციპალიტეტში სახლი კიდევ 79 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა
18.11.2018


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაცეს.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში, შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 


  • წალკის მუნიციპალიტეტში სახლი კიდევ 79 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge