სოფელ ქოსალარში საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს
22.11.2018


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

აღნიშნულ დასახლებაში წლების განმავლობაში მისასვლელი საავტომობილო გზა ამორტიზებული იყო, რაც მგზავრთა გადაადგილებას აფერხებდა. პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობებით 600-მდე პირდაპირი ბენეფიციარი ისარგებლებს.

პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს. სამუშაოების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 1 609 165 ლარს


  • სოფელ ქოსალარში საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge