ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი რესურს–ცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, #5 საჯარო სკოლაში ღონისძიებას დაესწრნენ. საგანმანათლებლო დაწესებულებამ ახალი სასწავლო წლიდან ფუნქციონირება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში განაახლა. მე-5 საჯარო სკოლაში რეაბილიტაციის პროცესი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში განხორციელდა და სრულად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 13 სკოლის სრული რეაბილიტაცია მოახდინა.
წყარო: ქვემო ქართლის გუბერნია
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017