მარნეულში 2018 წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
25.12.2018


მარნეულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდა და აქტიურად მიმდინარეობს.

 მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 23 334 გრძივი მეტრის სიგრძის გზა მოასფლატდა.

 აღსანიშნავია, რომ წელსვე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, განხორციელდა 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. „ასევე მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყო ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2019 წლის აპრილში დასრულდება. სკოლა 196 ბავშვზეა გათვლილი, რისთვისაც სახელმწიფო 1 514 760 ლარს დახარჯავს.

მასშტაბური პროექტები ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. კონკრეტულად კი, ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რაც 304 ოჯახის წყალმომარაგების მიზნით სოფლის შიდა ქსელისა და მრიცხველების მონტაჟს გულისხმობს.

პროექტი ხორცილედება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.

ასეთივე მასშტაბური პროექტი ხორციელდება სოფელ სადახლოში, სადაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ. იქნება. პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყლით. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულებაა 1 305 935 ლარს შეადგენს.

სასმელი წყლის ქსელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოშიც. ამ ეტაპისთვის, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა.

სოფელ წერეთელში, აქტიურად მიმდინარეობს 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სოფელში, მინი სტადიონის მშენებლობა დეკემბრის თვის დასაწყისში დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ახალი საბავშო ბაღები გაიხსნა სოფელ სადახლოსა და სოფელ ალგეთში. 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობები ორსართულიანია, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ამ წელს, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი ქალაქ მარნეულში, რაც გულისხმობს „კიდევაც დაიზრდებიან“ ტერიტორიაზე სკვერის მოეწყობას. პროექტის ღირებულება 1 131 679 ლარია.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიდგა 200 ერთეული 1 100-ლიტრიანი ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები.

სოფელ მარადისში მოეწყო დასასვენებელი სკვერი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 27 819 ლარი, ასევე დასრულდა სკვერის მოწყობა სოფელ დიდი მუღანლოში, რომლის მოწყობის სამუშაოებიც 37 093 ლარი დაჯდა.

სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე, დამონტაჟდა შვიდი ერთეული ავტომოსაცდელი, აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


  • მარნეულში 2018 წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge