ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ პრემიერა
2018 წლის 27 დეკემბერს, სამეცნიერო-მხატვრულ დოკუმენტური ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო, კულტურის და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფილმის პრემიერაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის თანამშრომლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ფილმი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლის თანახმად, სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017