საინფორმაციო შეხვედრა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შესახებ
19.01.2019

18 იანვარს რუსთავში, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორს შორის, დიალოგის რეჟიმის გაძლიერების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონალური მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსი, არჩილ ყარაულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, სტიგ ფრედსლუნდი კიელდსენი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და მედიიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შედეგად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გათვალისწინებულ სარგებელზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პროექტი ,,ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაიწყო 2015 წელს. პროექტის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების კოორდინირების, მონიტორინგისა და დანერგვის ხარისხის განვითარების ხელშეწყობა.

წყარო: ქვემო ქართლის მხარე

  • საინფორმაციო შეხვედრა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge