რუსთავში დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21.01.2019


რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

 საშუალოვადიანი სტრატეგიის განხილვაში, მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.


  • რუსთავში დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • რუსთავში დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • რუსთავში დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • რუსთავში დეცენტრალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge