მარნეულში ვაზიანის და მეგობრობის მაგისტრალური არხები იწმინდება
22.01.2019


შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე არხების აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ვაზიანის მაგისტრალური არხის 2800 მეტრიანი მონაკვეთი.

ჩატარებული სამუშაოები სარწყავი წყლის მიწოდებას დაახლოებით 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღნიშნული ფართობით სოფელ იმირის და იმირჰალას მოსახლეობა ისარგებლებს.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება მეგობრობის მაგისტრალური არხის 1200 მეტრიან მონაკვეთსაც.

მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში, სოფელ კეროვკასა და სადახლოს 100 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყლის მიწოდების რეჟიმი.

წყარო : საქართველოს მელიორაცია 


  • მარნეულში ვაზიანის და მეგობრობის მაგისტრალური არხები იწმინდება
  • მარნეულში ვაზიანის და მეგობრობის მაგისტრალური არხები იწმინდება
  • მარნეულში ვაზიანის და მეგობრობის მაგისტრალური არხები იწმინდება
  • მარნეულში ვაზიანის და მეგობრობის მაგისტრალური არხები იწმინდება

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge