სამუშაო შეხვედრა რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ
22.01.2019

22 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში ,,საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორებს, დავით ბერიკაშვილსა და თინათინ ღუდუშაურს უმასპინძლა.

მხარეებმა, სამუშაო რეჟიმში განიხილეს ქვემო ქართლში არსებული ტურისტული პოტენციალი და სფეროს განსავითარებლად დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შოთა რეხვიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ,,საქართველოს უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონკრეტული ინიციატივებისთვის, რომელიც სფეროს, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწის, შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის, არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შიდა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ახალი ტურისტული პროდუქტის და მიმართულებების შეთავაზების საჭიროებებს.

ახლო პერიოდში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ,,საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ,,საქართველოს უნივერსიტეტში“ მოეწყობა ქვემო ქართლის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პრეზენტაცია.

თებერვლის თვეში, სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილია, ჩვენი რეგიონის, ტურისტული პოტენციალის შესახებ, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება. 

წყარო: ქვემო ქართლის მხარე 

  • სამუშაო შეხვედრა რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge