სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
30.01.2019


 

 დმანისის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ამამლოსა და ბაზაქლოს მცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია, ადგილზე არსებული საჭიროებებისა და პროექტების შესახებ, რომელიც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ გათვალისწინებული თანხებით განხორციელდება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებში, სრულად მოწესრიგდება გარე განათებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

შეხვედრების მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო დასახლებების სასმელი წყლით უზრუნველყოფის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ამბულატორიების მოწყობის საკითხს. მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულებით, სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

წყარო:ipress.ge


  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge