სამუშაო შეხვედრა საგანგებო სიტუაციების პრევენციის შესახებ
05.02.2019

5 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, რეგიონის მასშტაბით, რისკების შემცირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. დაისახა კონკრეტული გეგმები საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით.

  • სამუშაო შეხვედრა საგანგებო სიტუაციების პრევენციის შესახებ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge