მარნეულში, სოფელ აღმამედლოში ადგილობრივმა მცხოვრებმა მიწის დამუშავების დროს სამარხი აღმოაჩინა.
ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და სამარხის ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობს.
სპეციალისტების განცხადებით, სამარხი დამზადებულია ქვაყუთისგან (სამარხი, რომელიც აგებულია ქვის ფილებისგან) და სავარაუდოდ შუა საუკუნეების არის.
უახლოესი დღეებში აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის სამუშაოები დროებით შეჩერდება. არქეოლოგები სამარხს გახსნიან და მისი შესწავლა დაიწყება.
წყარო: პირველი არხი
https://1tv.ge/news/marneulshi-sofel-aghmamedloshi-adgilobrivma-miwis-damushavebis-dros-samarkhi-aghmoachina-foto/?fbclid=IwAR1pz7rGUZmanN7mZuaUmEhDoW7Ba_xxgqeo0iZSLrp7_mi3gf3oGAfXovA
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017