შეხვედრა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით
19.02.2019

19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარის კონცეპტუალური პროექტის შესახებ იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე სპეციალური პრეზენტაცია წარადგინეს „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა, ლაშა გეგეჭკორმა. საუბარი შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

  • შეხვედრა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge