22 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი კასპიის ევროპული კლუბის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-ლანჩს CEO 2019-ს დაესწრო, სადაც რეგიონში არსებულ ბიზნეს გარემოსა და სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს.
შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ადგილზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართება ორდღიანი ერთობლივი კონფერენცია, სადაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, უფრო დეტალურად, გაეცნობიან მხარეში არსებულ პოტენციალს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს კასპიის ევროპული კლუბის საპატიო წევრობის სერთიფიკატი გადაეცა.
ოფიციალურ ბიზნეს-ლანჩს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დურსუნ ჰასანოვი, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა სამინისტროს და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017