საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, რეგიონული ბიზნესის ფორუმი - „ღია დიალოგი“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა და გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მეწარმეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის პროცესში დიალოგის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ფინანთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა. ფორუმს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი სხვა სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად დაესწრო. ფორუმის მონაწილე 200-მდე მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა, დიალოგის ფორმატში ემსჯელათ საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ და მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლებისგან მიეღოთ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017