3 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელთან ერთად, დედის დღეს მიულოცა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს.
შოთა რეხვიაშვილი, დღესასწაულთან დაკავშირებით, პირადად ესტუმრა და საჩუქრები გადასცა გარდაბანში მცხოვრებ 6 შვილის დედას, შორენა ბარბაქაძეს, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგს, ემა ნემსაძეს, რომელიც პროფესიულ საქმიანობას, მუნიციპალიტეტში 55 წელია ახორციელებს და 3 მარტს დაბადებული პირველი ახალშობილის დედას, არზუ მამალიევას.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს ესტუმრება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017