ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, მწვრთნელ ვიქტორია ლებედევას და მის აღსაზრდელებს, ტანვარჯიშის დარბაზში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა, ქალთა საერთაშორისო დღე, პედაგოგ ლედი კიწმარიშვილსა და მხატვარ დარეჯან ნოზაძესაც მიულოცეს.
„მხარისა და ქალაქის პირველი პირები, ლედი კიწმარიშვილს სახლში ესტუმრნენ, დარეჯან ნოზაძეს კი სახელოსნოში. შოთა რეხვიაშვილმა, 8 მარტი დარეჯან ნოზაძესთან ერთად, მის აღსაზრდელებს, სამხატვრო სკოლა ,,არტ-კერის“ მოსაწავლეებსაც მიულოცა. შოთა რეხვიაშვილმა სახელოსნოში ბავშვებთან ერთად, ერთობლივი ტილო ,,კესანები“ დახატა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საჩუქრები მხარის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ და დამსახურებულ ქალბატონებს, მათ შორის კინორეჟისორ თინათინ ბეკოშვილს, 90 წლის დამსახურებულ ექიმ გულიკო გიგაურს, რომელიც პროფესიულ საქმიანობას 63 წლის განმავლობაში ახორციელებდა, დამსახურებულ ექიმს, წალკაში მცხოვრებ ეთერ შუკვანს, წარმატებულ ახალგაზრდა პედაგოგ ირა ძირკვაძეს გადასცა.
შოთა რეხვიაშვილმა დღესასწაული და მიღწეული წარმატებები მიულოცა სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის ქართული ენის სერტიფიცირებული პედაგოგი თამარ აბასოვას, მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე შორენა კრაველიძესა და 17 წლის მეღვინე ლიკა ბოჭორიშვილს, დმანისში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნორა ანსიანს, რომელიც ბავშვებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ასწავლის, მასევე უფროსი მასწავლებლის სტატუსისი მქონე სამ პედაგოგს, ქეთევან გიორგაძეს, ხათუნა ოქრიაშვილსა და დარეჯან ფერაძეს. ქვემო ქართის გუბერნატორმა ქალბატონებს წარმატებული საქმიანობისა და რეგიონის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017