ახალქალაქში, წალკასა და დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
11.03.2019


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს ახალქალაქის, წალკის, დმანისის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.

მისი თქმით, საწარმოს სიმძლავრე დღიურად 10 ტონას შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული საწარმოები პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს.


  • ახალქალაქში, წალკასა და დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge