14 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს და დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტების შესახებ იმჯელეს. საუბარი შეეხო, 2019 წელს, რუსთავში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, დამატებით, განსახორციელებელ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. საბჭოს წევრებმა, მუნიციპალიტეტებში, ამბულატორიებისა და სასწრაფო-სამედიცინო ცენტრების მოწყობის საკითხიც განიხილეს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017