შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
15.03.2019


,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, სააგენტოს ოფისში უცხოელ ინვესტორებს შეხვდა, შეხვედრას ,,რუსთავის წყალის’’, ,,ენერგო პრო ჯორჯია რუსთავის’’ და ,,სოკარ გაზი რუსთავის’’ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სააგენტოს ხელმძღვანელს სტუმრებმა დეტალურად გააცნეს ბიზნესის იდეის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ქვემო ქართლის რეგიონში, კეძოდ ქალაქ რუსთავში გეგმავენ. ინვესტორების თქმით სურვილი აქვთ, რუსთავში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს ააშენონ რამდენიმე მსუბუქი მრეწველობის ქარხანა, რომელიც საყოფაცხოვრებო ქაღალდს, რამდენიმე სახის პროფილირებულ ფილებს, სწრაფად ასაწყობ ნაგებობებს, ლითონის ფილებს, გოფრირებულ იატაკს და ფასადი პანელებს აწარმოებს, კომპანია ასევე სამედიცინო ბოჭკოვან ტანსაცმელს, ერთჯერად საწოლებს, საყოფაცხოვრებო მასალებს, მათ შორის სასტუმრო ქსელის ინვენტარს, ავტომობილის მოვლის საშუალებებს აწარმოებს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი სრულად უზრუნველყოფენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ბაზრების ათვისებას წარმოებული პროდუქციით. პირველ ეტაპზე კომპანია 12 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 500 ადამიანი დასაქმდება.


  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან
  • შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge