მწვანე ნარჩენების მართვის პილოტური პროგრამა მარნეულში
15.03.2019


ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში შეძენილი კონტეინერები დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად, რაც მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მუნიციპალური ორგანიზაციებისგან მწვანე ნარჩენების შეგროვებას გააუმჯობესებს.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

სტუმრებმა დაათვალიერეს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და დაესწრნენ გადამუშავებისა და კომპოსტის შექმნის პროცესს. ასევე, დელეგაცია იმყოფებოდა ქალაქ მარნეულის N3 საბაშვო ბაღში, სადაც აღსაზრდელებს დაურიგეს ზურგჩანთები სლოგანით „გარემოს ქმნი შენ“ და საბავშვო ბაღს საჩუქრად გადასცეს კონტეინერები სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.

აღსანიშნავია, რომ პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. 


  • მწვანე ნარჩენების მართვის პილოტური პროგრამა მარნეულში
  • მწვანე ნარჩენების მართვის პილოტური პროგრამა მარნეულში
  • მწვანე ნარჩენების მართვის პილოტური პროგრამა მარნეულში
  • მწვანე ნარჩენების მართვის პილოტური პროგრამა მარნეულში
  • მწვანე ნარჩენების მართვის პილოტური პროგრამა მარნეულში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge