სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს
16.03.2019


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროს ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა საავტომობილო გზის და მიმდებარე 2 ჩიხის მოასფალტება, სანიაღვრე სამკუთხა ბეტონის კიუვეტების მოწყობა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გზის ნაპირების მოხრეშვა.

ახლად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 300-მდე პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 314 000,01 (სამას თოთხმეტი ათას და 01 თეთრს) ლარს“, - ნათქვამია თეთრიწყაროს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


  • სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge