ლია გიგაურმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
19.03.2019


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სკოლის მოსწავლეებმა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, ნოვრუზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია და იგი გაზაფხულის მოსვლას, სიკეთეს, სითბოს, სინათლესა და ბუნების გამოღვიძებას უკავშირდება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და რაც მთავარია, მშვიდობა თითოეულ ოჯახსა და მთელ საქართველოს. საქართველო მრავალეთნიკური, ერთი დიდი ოჯახია, რომლისთვისაც მშვიდობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საჭიროა. მინდა ჩვენს ბავშვებს უღრუბლო ცა და კონფლიქტების გარეშე, მშვიდობიანი ცხოვრების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ვუსურვო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნოვრუზ ბაირამის პირველი ზეიმი სკოლაში შედგა და მასში მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საქართველოს კულტურისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა აქტივობა გვიჩვენეს. ისინი გამართული ქართულით საუბრობენ, ვინაიდან გააზრებული აქვთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკაა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს ქართული ენა და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც სახელმწიფო სთავაზობს და რაც სწორედ, მათი ბედნიერებისა და წარმატებისთვისაა. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოა. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს იმას, რომ მთელმა საქართველომ გაიზიაროს ჩვენი თანამოქალაქეების სიხარული, რაც ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე აძლიერებს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი


  • ლია გიგაურმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge