რუსთავის კულტურის სახლში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მე-18 სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებმა სცენაზე სხვადასხვა წარმოდგენები გამართეს.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, კახა კობერიძე და ზაურ დარგალი ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017