საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ-ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა
20.03.2019

20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერეს და სიმბოლურად ცეცხლი დაანთეს. 

გაიმართა შეჯიბრებები ნარდსა და ცხენოსნობაში, მოეწყო მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა. 

შოთა რეხვიაშვილმა ადგილობრივებსა და ღონისძიების სტუმრებს, სცენიდან მიულოცა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ყურადღება გაამახვილა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, სოლიდარობისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეები, მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებენ. სალომე ზურაბიშვილმა კი სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, სწავლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული აქტივობები და გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.

  • საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ-ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge