პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან 200 წლისთავთან და ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ქალაქის მერმა, ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, გაზეთ „რუსთავის“ უხუცესი ფოტორეპორტიორის, რუსთავის საპატიო მოქალაქის რაჟდენ გაბრიჭიძის ფოტოებისა და არქივში დაცული მე-20-ე საუკუნის ბეჭდური პრესა, ჟურნალები და ალმანახები იყო გამოფენილი.
ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან აღინიშნება. 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის, ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017