ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, კომპანია ,,მზიანი მოსავალი“-ს გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ ლეპჩინსკს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო კომპანიის საქმიანობისა და წარმოების ძირითად მიმართულებებს, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ევროპული განათლებით და გამოცდილებით ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებენ. სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, წარმოების განსავითარებლად საჭირო გეგმები განიხილა და რეგიონის განვითარების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნივნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მზიანი მოსავალი“ ქმნის წარმატების კონკრეტულ პრეცენდენტს. რეგიონულ დონეზე იგი სოფლის მეურნეობაში, როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსის ინვესტირებით ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ცოდნის გაღრმავებას და ეკონომიკის განვითარებას. „მზიანი მოსავალი“ ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველ საწარმოს, სადაც წლიურად, ერთდროულად 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსებაა შესაძლებელი. საწარმოში ინახება, კომპანიის საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 200 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, კულტურათა მონაცვლეობის პრინციპით, მოყვანილი ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 40-მდე ადგილობრივი.
შეხვედრის ორგანიზება ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარები სააგენტოს'' ორგანიზებით განხორციელდა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017