შოთა რეხვიაშვილი,„კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
27.03.2019

27 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი,„კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.

სხდომაზე კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გადასარეკი ტრასის განვითარებისა და წყლის პუნქტების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა.

კავკასიის ალიანსების პროგრამების მრჩეველთა კომიტეტის რიგით მე-11 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მესაქონლეობის სექტორისთვის ბიოუსაფრთხოების პუნქტების არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნული საკითხის შესახებ ხელისუფლების, დარგისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დიალოგის რეჟიმში იმსჯელეს.

დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. 

  • შოთა რეხვიაშვილი,„კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge