მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
09.04.2019


მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოში, 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. სოფელ წერეთელში თემატური ღონისძიებებით გაიხსნა 9 აპრილის სახელობის ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. ახლადგახსნილ სკევრში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟრიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. ადგილზე აღევნილა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი, გაიმართა შესაბამისი ვიდეო-მასალის ჩვენება, სადაც ახალგაზრდებმა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებისა და ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ღონისძიების დასასრულს ცაში სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა. 


  • მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
  • მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
  • მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
  • მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
  • მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge