შეხვედრა ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან
13.04.2019


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, რეგიონის მეწარმეებთან ისაუბრა.

შეხვედრა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნა. შემდეგ კი სიტყვა გიორგი ქობულიას გადასცა, რომელმაც ახალი პროგრამის დეტალებზე ისაუბრა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები.

სქემის ოპერირებას და მონიტორინგს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს.

• საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს.

• გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. 

წყარო: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 

 


  • შეხვედრა ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან
  • შეხვედრა ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge