აჩუქეწიგნი - შოთა რეხვიაშვილის საჩუქარი გუმბათის სასწავლო ცენტრს
24.04.2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #აჩუქეწიგნი - კამპანიის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრს“, დაპირებისამებრ, წიგნები გადასცა.

შოთა რეხვიაშვილი და წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე ცენტრის ხელმძღვანელს, ირა ძირკვაძესა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ, პირადად მიულოცეს წიგნის საერთაშორისო დღე და მომავალი წარმატებები უსურვეს.

,,დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრში“, გავიცანით ძალიან კარგი ახალგაზრდა, ირა ძირკვაძე, რომელიც თაობებს საკუთარი ინიციატივით ასწავლის სხვადასხვა სასკოლო საგნებს და ამეგობრებს წიგნებთან. ჩვენ მათ დავპირდით, რომ მაქსიმალურად გავამრავალფეროვნებდით ცენტრის ბიბლიოთეკას და სიმბოლურად, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად გადავეცით მათთვის საინტერესო და საჭირო ლიტერატურა. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობას, მხარს დავუჭერთ მათ, ძალიან საინტერესო, ინიციატივებს და გავაძლიერებთ ერთმანეთს“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ირა ძირკვაძემ, შოთა რეხვიაშვილს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის მხარის ხელმძღვანელი პირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დამატებითი მოტივაციაა მომავალი აქტიური საქმიანობისთვის.

აღსანიშნავია, რომ სოფელში სასწავლო ცენტრი 2017 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ერთადერთი ახალგაზრდული სივრცეა გუმბათისა და მიმდებარე მაღალმთიანი სოფლებისთვის. ცენტრის ხელმძღვანელის ძალისხმევით, ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში და ეუფლებიან ქართულ და ინგლისურ ენებს. 

  • აჩუქეწიგნი - შოთა რეხვიაშვილის საჩუქარი გუმბათის სასწავლო ცენტრს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge