გამწვანების აქცია რუსთავში
24.04.2019


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის #22 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, მოხალისეობრივი პროექტი „მწვანე კედელი“-ს ფარგლებში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო 200-მდე ნერგი და მოეწყო სარწყავი სისტემა. აქციის პარალელურად მოსწავლეების ინიციატივით ადგილზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. 
პროექტის მიზანი ქარსაცავი ზოლის აღდგენა და მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორდღიანია, რომელსაც ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ფონდი ორბელიანი და შვედეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს. 


  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში
  •  გამწვანების აქცია რუსთავში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge