ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WASH), გამართულ ეროვნულ სემინარში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულმა მხარეებმა, საკითხი ადამიანის უფლებათა ჭრილში განიხილეს.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვის დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ, ალექსანდრე დარასმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაცნობას როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე და არსებული პერსპექტივების განსაზღვრას.
აღსანიშნავია, რომ სემინარი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი(CENN), პარტნიორ ორგანიზაციებთან — ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ქალი და სამყაროსთან (WW) ერთად, New World Programme-ის პროექტის WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის ფარგლებში ახორციელებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017