თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში 4.7- კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
31.05.2019


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში, 4.7 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.

მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს, სოფელებში: ვაშლოვანსა და ერტისში მცხოვრები 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი.

აღსანიშნავია, რომ გზის მოწესრიგებამდე აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა, ხოლო სამუშაოების განხორციელების შედეგად სოფლები უმოკლესი პირდაპირი გზით, ცენტრალურ საავტომობილო გზას დაუკავშირდება.

ხელშეკრულების ღირებულება 1 997 914.00 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2019 წლის ივნისის ბოლომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია.


  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში 4.7- კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge