ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
10.06.2019


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართვველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსლან რუსტამლი, მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წევრები და პროექტების ბენეფიციარები.

საქართველოს და აზერბაიჯანის თანამრომლობის ფარგლებში, ევროკავშირმა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში1.35 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები დააფინანსა. მათ შორის ქვემო ქართლში რეგიონში განხორციელდა სამი - განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების გაცვლით პროგრამებში ჩართულობისა და გადამზადების, ასევე სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა მეწარმეთა წახალისებისა და საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

შოთა რეხვიაშვილმა, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარების პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 


  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ევროკავშირის საგრანტო პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge