მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ეწ „გადაჭრილ გორაზე“ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა
12.06.2019


მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ეწ „გადაჭრილ გორაზე“ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა.

მარნეულში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ გადაჭრილ გორაზე, ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაასრულა. არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამუშაოების დასრულების პროცესს, დღეს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა წარმომადგენლები

ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორთან, არქეოლოგ სტივ ბატიუკთან ერთად, წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ადგილზე განიხილეს მუზეუმის კონცეფციის საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები.

აღსანიშნავია, რომ „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის მიზნით 2019 წელს მარნეულის ბიუჯეტიდან თანხა იქნა გამოყოფილი. საწყის ეტაპზე, ცენტერალური გზიდან ძეგლამდე ქვაფენილის მოწყობა და ძეგლის შესაბამისი სტანდარტებით გადახურვაა გათვალისწინებული, რისთვისაც 1 200 000 ლარია გათვალისწინებული.

სოფელ შულავერში, ,,გადაჭრილ გორაზე“ არქეოლოგიური ექსპედიცია 2014 წლიდან მიმდინარეობს. არქეოლოგიური გათხრების მხარდამჭერი საქართველოს მეღვინეობის სააგენტოა.

ყოველი წლის მაისსა და ივნისში ტორონტოდან მოწვეული არქეოლოგთა ჯგუფი, ადგილზე გათხრებს ატარებს და ქართველ კოლეგებს უნიკალური ნიმუშების აღმოჩენაში ეხმარება. ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ყურძნის წიპწები და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები ძველი წელთაღრიცხვის მე-7-8-ე საუკუნეებით თარიღდება, რაც მეცნიერებს იმის დასკვნის საშუალებას აძლევს , რომ აღნიშნული ადგილი მეღვინეობის უძველესი კერაა მსოფლიოში.


  • მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ეწ „გადაჭრილ გორაზე“ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge