ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში გამართული შეხვედრის შემდეგ, მარნეულის მერიის ხელშეწყობით, ინვესტორმა-საქართველოს მოქალაქემ, რომელიც თამბაქოს წარმოებასთან არის დაკავშირებული, მარნეულის რაიონში თამბაქოს ადგილობრივი წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ინვესტორმა კერძო პირისაგან უკვე შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც გეგმავს თამბაქოს გადამამუშავებელი პირველადი საწარმოს მშენებლობას, რაც დაახლოებით 30 ადგილობრივს დაასაქმებს. იმის გათვალისწინებით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. კასუმლოს, კაჩაგანისა და სხვა მიმდებარე სოფლებში, გასული საუკუნის 80-იან წლებში აქტიურად ხდებოდა საკმაოდ ხარისხიანი თამბაქოს მოყვანა, ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, მარნეულის მერია კომპეტენციის ფარგლებში ამ ბიზნესის აღორძინების ხელშეწყობას დაპირდა ინვესტორს, რაც ორივე მხარის-ინვესტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვისათვის იქნება მომგებიანი. ინვესტიციის ფარგლებში, რომელიც პირველ ეტაპზე დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს მოიცავს, დაახლოებით 100-150 მოქალაქეს უსასყიდლოდ გადაეცემა თამბაქოს თესლი. მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017