ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2019 წელს შ.პ.ს. „ეი-ემ-ბი ელოის“-ის მიერ რუსთავის ქიმბოჭკოს ყოფილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილიკომანგანუმის ქარხნის მშენებლობის მიზნით შეძენილ იქნა 4,5 ჰა მიწის ნაკვეთი. 2020 წლიდან ინვესტორმა განახორციელა აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ქარხნის ფუნქციონირების დაწყება იგეგმება უკვე 2020 წლის ოქტომბერში. მშენებლობაში უკვე ჩადებულია დაახლოებით 2,5 მილიონი ა.შ.შ დოლარის ინვესტიცია. ამ ეტაპზე ობიექტზე დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ოქტომბრიდან კიდევ დაახლოებით 75-80 ადამიანი დასაქმდება. მომავალში დაგეგმილია დამატებითი ინვესტიციის განხორციელება.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017