ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ რეგიონში ინვესტიციის მოზიდვის მიზნით აწარმოა მოლაპარაკება შ.პ.ს. „მნ გრუპ“-თან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფში ააშენოს სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობა, რომლის პროცესშიც რამდენიმე ათეული, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ საწარმოში დაახლოებით ორასი მოქალაქე დასაქმდება, საიდანაც დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება. ამ მიზნის განსახორციელებლად შ.პ.ს. „მნ გრუპი“, დაახლოებით 4 მილიონი ა.შ.შ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ინვესტიციის დროულად და შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების მიზნით ინვესტორი ითხოვდა გარკვეული, ძირითადად ინფორმაციული მხარდაჭერის განხორციელებას, რაც სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებიდან ინფორმაციების გამოთხოვას და ნებართვის მიღებას გულისხმობს.
სააგენტოს ორგანიზებით, 2020 წლის 15 ივლისს ინვესტორებს შეხვდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ბატონი შოთა რეხვიაშვილი, რომელიც მიესალმა რა ზემოხსენებულ ინიციატივას, კომპეტენციის ფარგლებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა ბიზნესმენებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017