მიკრო და მცირე მეწარმეობა 2020
30.09.2020


დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა განახლებული მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის პირობების და ეტაპების შესახებ, რომელზეც ბიზნესიდეების მიღება 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მეწარმეების ხელშეწყობის გაძლიერებისთვის განხორციელდა და ასევე, მექანიზმების შესახებ, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პოტენციური და არსებული მეწარმე შეძლებს საგრანტო პროგრამით სარგებლობას.

აღსანიშნავი, რომ 2020 წლის 5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყება.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის  ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი. 

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15%-ით კი მაღალმთიან რეგიონებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

იხილეთ პრეზენტაცია სრულად: https://bit.ly/3l1mZc1


KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge