გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
13.10.2020


გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისში, გამარჯვებასა და აღათაკლია-ყარათაკლიაში 3 ახლად აშენებული საბავშო ბაღი გაიხსნა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა გახსნეს.

სოფელ გამარჯვებასა და კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 941 817 ლარით დაფინანსა. აღთაკლია-ყარათაკლიის ბაღის მშენებლობა კი 1 398 912 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში სრულად შეცვლილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გარემო ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციის პროცესი - შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არ არის სოფელი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, ამ ეტაპზე, სულ, 112 საბავშვო ბაღი მოქმედებს - აქედან, 28 სააღმზრდელო დაწესებულება ბოლო ორი წლის მანძილზეა აშენებული.


KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge