მემორანდუმი რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის
28.05.2021

სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოსა და USAID-ის პროექტ Zrda-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო - ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების მიზნით, ადგილობრივი კულინარიული წიგნის - „ეთნო ტაბლას“ გამოცემას ითვალისწინებს. წიგნი ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნოსების მრავალფეროვანი სამზარეულოს რეცეპტებს მოიცავს და ხელს შეუწყობს ადგილზე არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარეში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარების პროცესში ერთობლივი აქტივობების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

  •  მემორანდუმი რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge